Our Little Village

Click here to edit subtitle

 ზედა საქარა — სოფელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ყვირილის ხეობაში, ზღვის დონიდან 300 მეტრზე, ზესტაფონიდან 4 კილომეტრში, ზესტაფონი-ჭიათურის საავტომობილო გზაზე.

 სოფელში არის საჯარო სკოლა.     2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს    2 099 ადამიანი.

 სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. „გულბანდიანის კონწოლია“, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია თავაძეების უბანში, აშენებული IX-X საუკუნეებში. ეკლესია გუმბათიანი ჯვრის ტიპისაა, აშენებულია თლილი ქვითა და კირით. გუმბათი შიგნიდან მრგვალია, გარედან — წახნაგოვანი, აქვს რვა სარკმელი. შიგნით ეკლესია მოხატულია, მხატვრობა შემონახულია ნაწილობრივ, საკურთხევლის კონქში დახატულია მაცხოვარი, ღვთისმშობელი და ნათლისმცემელი. ეკლესია გარედან მოხატულია ქართული ორნამენტებით, სახურავი ქვის ფილებისაა. გუმბათი შიგნით ზეთოვანი საღებავითაა შეღებილი, რომელიც შემდგომ დაუზიანებიათ და გაუძარცვავთ. ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეზე არის ხუცურად შესრულებული წარწერა, ხოლო კარის ზემოთ მდებარე ქვაზე ამოკვეთილია ხელი, რაც შემდგომ პერიოდში უნდა იყოს მოხატული. ეკლესია ბერძნების მიერ ყოფილა აშენებული. ეკლესიას რესტავრაცია 1951 და 2005 წლებში ჩაუტარდა.

 ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით მდებარეობს მიწისქვეშა ციხე-სიმაგრე, ე.წ „უდაბნო“. ციხე-სიმაგრიდან 150 მეტრში იწყება გვირაბი, რომელიც ჩადის ე.წ. ურიების ღელემდე. ზედა საქარაში ასევე დგას VIII საუკუნის მაცხოვრის სახელობის ეკლესია (ფუტკარაძეების უბანი), XI საუკუნის წმინდა გიორგის, XVI-XVII საუკუნეების მაცხოვრის სახელობის და XIX საუკუნის ჯვარცმის ეკლესიები.


Thank you for contacting us. Gaga will get back to you as soon as possible.
Oops. An error occurred.
Click here to try again.